ქუთაისელები დადიანის მემორიალში გამარჯვებით ჩაებნენ

ქუთაისელები დადიანის მემორიალში გამარჯვებით ჩაებნენ

რეგიონის გუნდების დაპირისპირება დასავლელების გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისის „ქუთაისმა“ პირველი მეოთხედის ჩავარდნის შემდეგ დამაჯერებლად ჩაატარა მატჩის დარჩენილი დრო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუშინდელ ტურში ქუთაისელები ისვენებდნენ, დღეს კი იმერულმა გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
 
როგორც აღვნიშნეთ, იმერლებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ. სწრაფი თამაშის წყალობით რუსთაველებმა საწყისი ათწუთეული ერთი ქულის სხვაობით – 25:24 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში დასავლელებმა თამაში დაალაგეს და შეხვედრა თავიანთ სასურველ კალაპოტში ჩააყენეს. რიჩარდ მათიაშვილის აქტიურობით „ქუთაისმა“ დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (41:31) და მეორე ნახევარში სადავეები ხელიდან არ გაუშვია.
 

 
იმერლებს ლეგიონერიც ჰყავთ – აზერბაიჯანის ნაკრების გამთამაშებელი ზაურ ფაშაევი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში 2 წლის წინ, ქართულ–აზერბაიჯანული გუნდის, „ნტდ–დევონის“ გუნდის სახელით გამოდიოდა.
 
სამგუნდიანი B ჯგუფიდან ფინალში გამსვლელის ვინაობა ხვალ გადაწყდება: „ქუთაისი“–თსსუ-ს დაპირისპირების გამარჯვებული დუდუ დადიანის თასისთვის იბრძოლებს.
 
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 7 ოქტომბერი
რუსთავი 63:75 ქუთაისი
25:24, 6:17, 17:22, 15:12
რუსთავი: მაჭავარიანი (18), გ. არაბული (9), გ. ბერუაშვილი, არწივიძე (2), თვარაძე, ბააკაშვილი (2), ჩაჩანიძე (5), ჯ. არაბული (2), ხმელიძე (12), კოპალიანი (4), გუგავა (9)
ქუთაისი: ფაშაევი (6ქ, 6პ), ბაბუნაშვილი (2), დიდია (13), ცეკვავა (14), ტუკვაძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (3), ლომინაშვილი (13), გ. ბარბაქაძე (6), კუჭავა, კოღუაშვილი (1), მათიაშვილი (17ქ, 10მ)
მსაჯები:  მალხაზ ანდღულაძე, მაკა კუპატაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი