ქუთაისი 2-მა მარნეულს იოლად სძლია

ქუთაისი 2-მა მარნეულს იოლად სძლია

16-წლლამდელტა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა გაიმარტა დღეს საკალთბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც ერთმანეთს მარნეულისა და ქუთაისი2-ის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

მატჩი ,,იმერელთა” გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც  მარნეული იოლად 65:26 დაამარცხეს. 

,,ქვემოქართლელთაგან” 12 ქულით დავით სარქისიანი გამოირჩა, ხოლო ,,ქუთაისის” მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა გამოიჩინა. საბა გაგოშიძემ 20 ქულა, 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლადო ფურცხვანიძემ 12 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა.  ქუთაისელთაგან თავი კიდევ ერთმა მოთამაშემ, იოანე გუბაევმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.

 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 9 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში  შედგება.