სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ქუთაისმა” “მგზავრებს” უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. იმერულმა კლუბმა მეტოქე 21 ქულის სხვაობით – 95:74 დაამარცხა.
არადა, თამაში ისე დაიწყო, მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა. პირველი პერიოდი “მგზავრებმა” 32:28 მოიგეს და მეორე პერიოდის საწყის წუთებამდე ლიდერობდნენ. მასპინძლებმა თამაში მალევე გამოასწორეს, ლიდერობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობას ზრდიდნენ. დიდი შესვენებისთვის “ქუთაისი” 58:47 იგებდა და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, მის მოგებას საფრთხე არ დამუქრებია.
ქუთაისელებს 22 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. 19 ქულა მოაგროვა დეჟუან რაითმა, ხოლო აკაკი ლომოურის 13 ქულა დაგროვდა. ჯონათან ლიმ ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 პასი მიითვალა. “მგზავრებში” 18 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა, ხოლო ბერნარდ ნკალიმ ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.
ქუთაისი – მგზავრები
სტატიტიკა: 95:74