ქუთაისისა და თსსუ-ს მოგებები

ქუთაისისა და თსსუ-ს მოგებები

სუპერლიგის დღევანდელი ტურის ბოლო ორ შეხვედრაში აგრარულმა
უნივერსიტეტმა ,,ქუთაისს” უმასპინძლა, ხოლო ,,დინამო”  სამედიცინო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა.საუ-სა
და ,,ქუთაისის” შეხვედრა სტუმრების უპირატესობით

დაიწყო და ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა,
რომელიც ქუთათურების სასარგებლოდ 41:26 დასრულდა. მესამე მეოთხედში აგრარელებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხიის შეტანა
და მეოთხედი 22:16 მოიგეს, თამაშის ბოლო პერიოდში კი სიტუაცია დაიძაბა და შეხვედრის
მიწურულს ანგარიში 69:67 დაფიქსირდა. ქუთაისელები მალევე მოვიდნენ გონს და მეტოქე საბოლოდ
6 ქულიანი სხვაობით – 73:67 დაამარცხეს. მასპინძელთაგან 19 ქულით რევაზ ჩაჩანიძე გახლდათ,
ხოლო გამარჯვებულთა რიგებში 20 ქულით  გიორგი
ცეკვავა გამოირჩა.რაც შეეხება დღის ბოლო  
შეხვედრას, ,,მედიკოსებმა” დინამო იოლად, 72:45 დაამარცხეს. დინამოს მხრიდან
12 ქულა გუგა პატარაიამ მიითვალა, ხოლო სამედიცინოდან ორმაგი დუბლი -22 ქულა და 12
მოხსნა აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.