ქუთაისმა ავერსი დაამარცხა

ქუთაისმა ავერსი დაამარცხა

16-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩი გაიმართა ქუთაისში,
სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა” ,,ავერსი 1’-ს უმაპინძლა და მეტოქე 80:73 დაამარცხა.

 შეხვედრა საკმაოდ
საინტერესო გამოდგა. თამაშის პირველი პერიოდი ავერსელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა
შეხვედრის მეორე მეოთხედიდან ქუთაისელები ისე გააქტიურდნენ და მატჩის პირველ ნახევარში
47:35 იმარჯვეს.  მესამე მეოთხედში  ავერსმა მოახერხა მობილიზება  და სხვაობა 4-ქულამდე შეამცირა – 63:59, თუმცა
გადამწყვეტ პერიოდში,,ქუთაისმა”  27:24 აჯობა
მეტოქეს და საბოლოოდ 7-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა
მოთამაშემ მიითვალა – ირაკლი მაცაბერიძემ (26 ქ.11მ) , დავით მაჭარაძემ (14ქ.16მ) და
დიმა ინანეიშვილმა (10ქ.11მ).

ავერსელებს 
5 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ვატო ქვარაიამ შეასრულა,
რომელმაც 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.