,,ქუთაისმა” და ,,კარდინალებმა” ადგილები გაინაწილეს

,,ქუთაისმა” და ,,კარდინალებმა” ადგილები გაინაწილეს

დღეს ქუთაისში 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი აუტის შეხვედრა გაიმართა. 5-6 ადგილებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და ,,თბილისის კარდინალები” დაუპირისპირდნენ.

სტუმრებმა მეტოქე იოლად – 90:74 დაამარცხეს და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს, ,,ქუთაისი” კი მე-6 ადგილს დასჯერდა.
გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეებს.

ქუთაისი: ვიტალი ცქიფურიშვილი – 40ქულა; რატი ნუცუბიძე – 17ქულა, 11მოხსნა.
კარდინალები: სოსო ტურაშვილი – 28ქულა; ბილი ალიევი – 17ქულა, 13მოხსნა; ლევან მახარაშვილი – 14ქულა; ირაკლი ყიფშიძე – 13ქულა. 

ქუთაისი – თბილისის კარდინალები 74:90