“ქუთაისმა” “დელტას” ფინალური სერია გაუთანაბრა

“ქუთაისმა” “დელტას” ფინალური სერია გაუთანაბრა

სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისმა” 82:70 დაამარცხა “დელტა” და ჩემპიონობის შანსი გაიძლიერა. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, მომდევნო 2 მატჩი კი თბილისში – 27 და 28  მაისს გაიმართება. 

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, საკმაოდ დაძაბულ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. ქუთაისელებმა მატჩი ფაქტიურად მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის გარეშე მოიგეს. შეხვედრის მეორე პერიოდში, როცა ქუთაისელებმა 17-ქულიანი ლიდერობა გაფლანგეს, ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა მწვრთნელი მოედანზე შევიდა და მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. ტუღუშის მტკიცებით, მისი გუნდის წევრი, დავით ლომიძე ჯარიმას არ იმსახურებდა, რადგან მისი აზრით, მეტოქისგან ადგილი ჰქონდა სიმულაციას. მსაჯებმა ქუთისელთა მწვრთნელი თამაშიდან გააგდეს, იმერულ კლუბს კი 38:38 ანგარიშზე ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. 

ტუღუშის საქმე მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს, მოთამაშეები კი უფრო შეიკრნენ და ღირსეული ბრძოლოთ ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ქუთაისელთაგან 24 ქულით ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა. 20 ქულა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 13 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა. “დელტაში” 13-13 ქულა დააგროვეს მალკოლმ დრამრაითმა და არტიომ შვეცმა.

ქუთისი – დელტა
სტატისტიკა: 82:70