დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი გაიმართა, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთში სათამაშოდ ჩავიდა “კაკტუსი”, რომელმაც მასპინძლებს სოლიდური ბრძოლა გაუმართა, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწვად ძალები არ ეყო.
დაკარგული ქულებით “ქუთაისი” სუპერლიგაში მეორე ადგილზეა. იმერულ კლუბს ლიდერ “დინამოს” შემდეგ ყველაზე ცოტა – 3 წაგება ჰქონდა და ეს შედეგი კაკტუსელებთან მატჩის შემდეგაც შეინარჩუნა. ქუთაისელებმა “კაკტუსს” 103:93 სძლიეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამეზე მყოფ “დინამოს” 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული (იხილეთ ცხრილი) და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი ბედი ბოლო პერიოდში გადწყდა. ქუთაისელებმა მეოთხედი 30:22 მოიგეს და ლიდერობა თამაშის ბოლომდე არ დათმეს. “კაკტუსის” მოთამაშეები ცდილობდნენ მატჩის შემობრუნებას, მაგრამ მაქსიმუმს, რასაც აღწევდნენ, ის იყო, რომ მასპინძლებს წინ დიდი სხვაობით არ უშვებდნენ. ქუთაისელები 10-12 ქულით ლიდერობდნენ და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, მეტოქეს თამაშის დაძაბვის შანსი არ მისცეს.
“ქუთაისმა” მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და მიმდინარე წლის თამაშები დაარულა. იმერულ კლუბში 25 ქულით საუკეთესო იყო დეჟუან რაითი. 19 ქულა აკაკი დვალიშვილმა მოაგროვა. ჯონათან ლის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 21 ქულით დეანდრე პარკსი გამოირჩა. 18 ქულა მოაგროვა კრისტიან ჯონსონმა, ხოლო ტერიკ ბრიჯმენმა და დავით ლომიძემ 17-17 ქულა მიითვალეს.
სუპერლიგის მორიგი მატჩი 29 დეკემბერს, აჭარაში გაიმართება: “ბათუმი” “მგზავრებს” უმასპინძლებს.
ქუთაისი – კაკტუსი
სტატისტიკა: 103:93