ქუთაისმა რუსთავი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

ქუთაისმა რუსთავი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტური დღეს ქუთაისში გაიხსნა,
სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,რუსთავს“ უმაპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 69:60 სძლია. 

შეხვედრის საწყისი ათწუთეული ქუთაისელთა უპირატესობით
წარიმართა, მეორე მეოთხედში ,,ქვემოქართლელები“ გააქტიურდნენ, თუმცა მასპინძლებმა იძალეს
და  პირველ ტაიმში 35:31 იმარჯვეს.
მატჩის მეორე ნახევარში ,,ქუთაისმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მატჩი მოგებით დაასრულა
და მეორე წრეში პირველი გამარჯვება იზეიმა. მასპინძლებს 23 ქულით რევაზ დიდიამ ულიდერა,
ხოლო 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით ბარბაქაძემ შეასრულა. ,,რუსთავის“
შემადგენლობაში გამოირჩა ლევან ხმელიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.

 შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება.  ერთმანეთს თსუ -,,ბათუმი“, ,,დინამო“ – ,,არმია“
(ცენტრალური შეხვედრა), თსსუ -,,სოხუმი“ და სტუ-შსს დაუპირისპირდებიან. მატჩები ტრადიციულად
12,14, 16 და 18 საათზე გაიმართება.