ქუთაისმა სოხუმი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

ქუთაისმა სოხუმი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

 20-წლამდელთა  მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ,,ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს” უმაპინძლა და მეტოქეს
დამაჯერებლად 87:74 სძლია. 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მიუხედავად
იმისა რომ მეორე მეოთხედში სოხუმელები გააქტიურდნენ, მასპინძლებმა მეტოქეს წინ გასვლის
საშუალება არ მისცეს და შეხვედრა თავიაანთ 
სასარგებლოდ დაასრულეს.

 ,,ქუთაისს”
21 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ავთანდილ  ლომინაშვილმა მიითვალა – 17 ქულა და 12 მოხსნა.

 სოხუმელეთა
რიგებში 19 ქულით გუგა ძიძიგური გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი
ოთო ბულიავამ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და11 მოხსნაა.