ქუთაისმა სტუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ქუთაისმა სტუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

20-წლამდელთა მეოთხე
ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.  მეოთხედფინალურ
მატჩში ქუთაისმა სტუ-ს
უმასპინძლა და მეტოქე 76:63 დაამარცხა.

 ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და
საწყისი პერიოდის ბოლო წინ 17:9 გავიდნენ. მეორე მეოთხედში ,,ტექნიკოსები“ აქტიურად
ათამაშდნენ და სხვაობა 3 ქულამდე შემაცირეს – 32:35. მესამე მეოთხედის შუაწელში  სტუ-მ სხვაობა მინიმამადეც დაიყვანა ( 39:40), თუმცა  მიუხედავად ამისა მასპინძლებმა მეტოქეს წინ გასვლის
საშუალება მაინც არ მისცეს და მესამე მეოთხედის ბოლოს თავიაანთ სასარგებლოდ 6-ქულიანი
სხვაობა დააფიქსირეს – 52:46.  დასკვნით მეოთხედში სტუ კვლავ მდევრის როლში იმყოფებოდა,
თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გახდა. შეხვედრის დასრულებმადე 1:15 წუთით ადრე ქუთაისელები
10 ქულით დაწინაურდნენ – 71:61, დარჩენილ დროში კი მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და ნახევარფინალური
საგზური მოიპოვეს.    
გამარჯვებულებს 29 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო 9 ქულითა და 10 მოხსნით ერთადერთი ქულა გიორგი ცირეკიძეს დააკლდა. სტუ-ს მხრიდან კი 20 ქულით საბა ლობჟანიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთრ გუნდს 20 ქულა შესძინა. 

მაშ ასე, ნახევარფინალურ სერიაში რომელიც ორ მოგებამდე
გაგრძელდება, ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ,,სოხუმი“ – ,,ქუთაისი“ და ,,დინამო“
– შსს აკადემია დაუპირისპირდებიან, ხოლო პლეიაუტში სტუ – ,,კარდინალისა“ და ,,ოლიმპი“ – ,,რუსთავის“
შეხვედრა შედგება.