ქუთაისმა სტუ დიდი ანგარიშით დაამარცხა; მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისმა სტუ დიდი ანგარიშით დაამარცხა; მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგი მატჩი,
სადაც ქუთაისმა შინ სტუ მიიღო და მეტოქე დიდი სხვაობით, 81:54 დაამარცხა.

მასპინძლებმა
მატჩი თავიდანვე ჩიბებულად დაიწყეს და  დიდ
შესვენებაზე საკმაოდ სოლიდური უპირატესობით გავიდნენ – 47:29. მესამე მეოთხედში ,,ტექნიკოსები“  შედარებით გააქტიურდნენ, თუმცა  საბოლოოდ მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ. ,,ქუთაისმა“
სტუ-ს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და იოლი გამარჯვება გაიფორმა.

 სტუ-ს გუნდში
თავი გიორგი ტეტელაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო
14 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა ზვიად ანთაძეს დააკლდა. ,,ქუთაისის“
შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი ცეკვავა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულაა.

 დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი):
მატჩის დასაწყისშივე დიდი ანგარიშით ვიგებდით და ამ შეხვედრაში ყველა მოთამაშეს მიეცა
თამაშის საშუალება. არ უთამაშიათ მხოლოდ რიჩარდ მათიაშვილს და ავთანდილ ლომინაშვილს,
რომლებიც წინა კვირას დაშავდნენ და მსუბუქი ტრავმა მიიღეს. ისინი გუნდს უახლოეს პერიოდში
შემოუერთდებიან.  

 ზურაბ ტომარაძე (სტუ-ს მწვრთნელი): მატჩი
,,ქუთაისის“ გამოკვეთილი უპირატესობით დაიწყო. ეს გუნდი კლასით ჩვენზე გაცილებით  მაღლა დგას  და სრული მარცხი განვიცადეთ. განსაკუთრებით თვალშისაცემი
იყო ,,ქუთაისის“ შორეული ტყორცნები, რომლებსაც  სტაბილური სახე ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს,
ძირითადად შესუსტებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ვინაიდან გიორგი ხანიაშვილს და ირაკლი
კობიძეს ტრავმა ჰქონდათ. ტრავმა აწუხებდა აგრეთვე ლუკა ნოზაძეს, რომელმაც ამის გამო
მოედანზე ძალიან მცირე დრო გაატარა. ბიჭები მომავალ კვირას შემოგვიერთდებიან და იმედია
ბოლო ორ მატჩში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
სუპერლიგა
მეორე წრე  მე-9 ტური
ბათუმი – არმია 87:110 (მატჩის მიმოხილვა)