ქუთაისმა,,სტუდენტებთან” კვლავ იმარჯვა

ქუთაისმა,,სტუდენტებთან” კვლავ იმარჯვა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში  სტუ-მ ,,ქუთაისს” უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან
ვერაფერს გახდა და დიდი სხვაობით, 78:107 დამარცხდა.

ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა
და შეხვედრის პირველ ათწუთეულში დამაჯერებლად 30:13 იმარჯვეს. პირველი პერიოდის მსგავსად,
,,ტექნიკოსებმა” მობილიზება ვერც მეორე მეოთხედში მოახერხეს და მეოთხედის მე-4 წუთზე
18:40 გაანადგურეს.

მესამე მეოთხედში ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა,  ძმები ბარბაქაძეები და რიჩარდ მათიაშვილი  შეუჩერებლები აღმოჩდნენ  და  მესამე
მეოთხედის ბოლოს დაფიქსირებულმა ანგარიშმა(87:55) თამაშს აზრი საბოლოოდ დააკარგვინა.

სტუ-ს შემადგენლობაში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა, რომელმაც
17 ქულა დააგროვა.  ,,ქუთაისის” მხრიდან საუკეთესო 31 ქულით გიგი  ბარბაქაძე იყო, 18 ქულა კი დავით ბარბაქაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ სამმაგი დუბლი შეასრულა რიჩარდ მათიაშვილმა, რომლმაც 12 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

 შეგახსენებთ,
რომ მე-9 ტურის დასკვნითი შეხვედრა  თბილისის
სპორტის სასახლეში ზუსტად  18  საათზე გაიმართება, ერთმანეთს დინამოსა და ოლიმპის
გუნდები დაუპირისპირდებიან.