ქუთაისმა თსსუ-ს სძლია

ქუთაისმა თსსუ-ს სძლია

16-წლამდელთა მე-6
დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც ადილობრივმა ,,ქუთაისმა” სამედიცინოს უმასპინძლა და მეტოქესთან
იოლად, ანგარიშით 68:38 იმარჯვა.

,,იმერლებმა” ყველა კომპონენტში მეოთხედში აჯობეს
,,მედიკოსებს” და უშანსოდ  დაამარცხეს.

გამარჯვებულთა რიგებში
ორმაგი დუბლი ერთდროულად სამმა მოთამაშემ მიითვალა: დიმიტრი ინანეიშვილმა 14 ქულა და
19 მოხსნა მიითვალა, დავით მაჭარაძის ანგარიშზე 10 ქულა და 13 მოხსნაა, ხოლო ირაკლი
მაცაბერიძემ 10 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.

 რაც შეეხება თსსუ-ს, მის შემადგენლობაში ნიკოლოზ
ლომიძე გამოირჩა, რომელმაც სამედიცინოს გუნდს 10 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ
16-წლამდელთა მე-6 ტური 11 დეკემბერს ვაკეში მდებარე საკალათბურო აკადემიის დარბაზში
გაგრძელდება.