ქუთაისმა თსუს ბოლო წამებზე სძლია

ქუთაისმა თსუს ბოლო წამებზე სძლია

     2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის დღევანდელი შეხვედრების
პირველი მატჩი ქუთაისსა და თსუს შორის გაიმართა. 

საინტერესო და დაძაბული თამაშის საბოლოო
შედეგი ბოლო წამებზე გაირკვა. ,,სტუდენტები“ წინ იყვნენ როგორც პირველ ტაიმში, ასევე
მესამე მეოთხედში, თუმცა ბოლო პერიოდში ,, ქუთათურებმა“  შეძლეს მატჩის შემობრუნება და 10 ქულით წინ გავიდნენ.
საბოლოო ანაგარიში  66:62 ქუთაისის სასარგებლოდ.

  ,,იმერლებთაგან“
ყველაზე მეტი 18 ქულა დათო ბარბაქაძის ანგარიშზეა. თსუს მხრიდან 15 ქულით გიორგი
ხანიაშვილი გამოირჩა, 13 ქულითა და 17 მოხსნით კი ორმაგი დუბლი შეასრულა ლუკა ნოზაძემ.

   მემორიალის ფინალისტები დღეს გამოვლინდებიან. 13:00
საათზე  ,,რუსთავი“  ,, არმიის“ შეხვედრა დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე
გველის ,,ოლიმპი“  შსს-ს დაპირისპირება. მატჩებს
კვლავაც საკალათბურთო აკადემია უმასპინძლებს.