ქუთაისში შსს აკადემიამ იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისში შსს აკადემიამ იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სუპერლიგის
მეცხრე ტური რეგიონში ჩატარებული თამაშებით გაიხსნა. დღეს საინტერესო შეხვედრები რუსთავსა
და ქუთაისში გაიმართა. იმერეთის დედაქალაქმა
 ,,ქუთაისისა“  და შსს აკადემიის დაპირისპირებას უმასპინძლა. 

სუპერლიგის გამორჩეული გუნდების შეხვედრა დიდ ინტერესს
იწვევდა, რამაც სანახაობრივად  გაამართლა. აღსანიშნავია,
ქუთაისელი გულშემატკივრების აქტიურობა და გამხნევება გუნდის მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ
შეხვედრას, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდს  მოწინავე პოზიციებზე ყოფნის ამბიცია აქვს საინტერესო
და დაძაბული მატჩი შედგა. თამაშის დასაწყისშივე უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ
და პირველი მეოთხედი 23-17 დაამარცხეს მეტოქე.  მეორე პერიოდში ,,ძალოვნებმა“ საპასუხო თამაში შესთავაზეს
და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობა უკვე შსს-ს მხარეს იყო.

    თამაშის მეორე ნახევარში ორივე გუნდი შემართებით
შეუდგა მოგებისთვის ბრძოლას, მესამე პერიოდში სწორედ რომ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.  მასპინძლებმა ძალები არ დაზოგეს ბოლო პერიოდში,
უკვე წინგასულ შსს-ს დასაწევად, თუმცა საბოლოო 
და მნიშვნელოვანი გამარჯვება 87:70 გეორგის კეცელიდისის გუნდმა იზეიმა და უშუალო კონკურენტის
დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
მ ა ტ ჩ ი ს    გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ი    მ ო თ ა მ ა შ ე ე ბ ი:
ქუთაისი- ბუბა კვიმსაძე 18 ქულა, 3 მოხსნა; რიჩარდ მათიაშვილი 16 ქულა, 7 მოხსნა.
შსს აკადემია – კირკ არჩიბექი 26 ქულა, 13 მოხსნა; მერაბ ბოქოლიშვილი 19 ქულა, 5 მოხსნა.
 მატჩისშემდგომი კომენტარები:

გიორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია):  მატჩის პირველი
წუთიდან მაქსიმალურად ვიყავით თამაშზე კონცენტრირებულნი. კარგად გამოვიყენეთ მეტოქის  სუსტი მხარეები და ამ ყველაფერმა გამარჯვება მოგვიტანა.  მსურს აღვნიშნო ქუთაისის გულშემატკივართა მხარდაჭერა
და აქტიურობა. დარბაზში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო შექმნილი. ვფიქრობ სუპერლიგის ყველა
მატჩზე სწორედ ასეთი ქომაგობაა საჭირო.

დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): თავდაპირველად თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე
მეოთხედში ძალიან ცუდად ვიაპარეზეთ და მეტოქეს 11 ქულით ჩამოვრჩით. მეორე ნახევარში
სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხეთ ანგარიშში სხვაობის აღმოფხვრა და მარცხი განვიცადეთ. დღევანდელი
წაგების ერთ-ერთ მიზეზი ის არის, რომ დაცვაში არასათანადოდ გავისარჯეთ. გაშვებული
87 ქულა ძალიან ბევრია. მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას, რომელიც
საკმაოდ ძლიერი და მაღალი კლასის ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.