რატი ანდრონიკაშვილი ამერიკიდან: რომ არა ტრავმა…

რატი ანდრონიკაშვილი ამერიკიდან: რომ არა ტრავმა…

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე კალათბურთელი აკლია. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშეა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სოლიდურ გუნდ “კრეიტონში” თამაშობს, თუმცა ჯვარედინ მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ უკვე მე-5 თვეა, მოედანზე ვერ გადის. ანდრონიკაშვილს რეაბილიტაციის პერიოდი უდგას და მაქსიმალურად ცდილობს, ნელ-ნელა დაიბრუნოს სასურველი ფორმა. რატის გულით სურს საქართველოს ნაკრებში თამაში და რომ არა ტრავმა, თავისი გუნდის კალენდარში ერთკვირიანი თავისუფალი პერიოდის გამო თებერვლის ფანჯრის პერიოდში ნაკრებში ჩამოსვლაზეც ფიქრობდა… რატის zoom-ის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით…