რატიშვილი კლაიპედაში ტექნიკურ დელეგატად ბრუნდება

რატიშვილი კლაიპედაში ტექნიკურ დელეგატად ბრუნდება
მოახლოვდა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი ფანჯარა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. საქმეშია ფიბა-ს ერთადერთი ქართველი ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილიც, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის სანაკრებო მატჩის მომსახურება უწევს.
 
რატიშვილი კლაიპედაში, ლიეტუვასა და უნგრეთის მატჩს მოემსახურება. იგი შეხვედრის ტექნიკური დელეგატი იქნება და მისი შესამოწმებელი იქნება ამ მატჩთან დაკავშირებული ყველა დეტალი – განაცხადებიდან დაწყებული, “შვიტურიო” არენის ტექნიკური გამართულობით. სხვათა შორის, ეს ის არენა გახლავთ, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი ევრობასკეტი ითამაშა 2011 წელს და მაშინ რატიშვილი ჩვენი გუნდის გენერალური მენეჯერი გახლდათ.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ რატიშვილისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართული 6 ფანჯრიდან 7 მატჩის მომსახურებამ მოუწია, რაც ქართველი ტექნიკური დელეგატისთვის ფიბა-ს მხრიდან სოლიდური აღიარება და დაფასებაა. 
 
ლიეტუვასა და უნგრეთის მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.