2027 წელის ქალთა ევრობასკეტზე მოსახვედრად ბრძოლა ახლა იწყება. საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩები პირველი ფანჯრის ფარგლებში გაიმართება და სამი მათგანის მომსახურე პერსონალს შორის ქართველები იქნებიან. ფიბა-მ ქალთა სანაკრებო მატჩებზე მსაჯები და კომისრები დანიშნა, სადაც 3 ჩვენიანი ფიგურირებს – კომისარი მერაბ რატიშვილი და არბიტრები – კირილე თვაური და მარინა შალამბერიძე.
აღნიშნული მატჩებიდან 2 აზერბაიჯანში გაიმართება. 12 ნოემბერს აზერბაიჯანი ბულგარეთს უმასპინძლებს და ამ მატჩის სამი არბიტრიდან ერთი კირილე თვაური იქნება. 3 დღეში აზერბაიჯანელები უკვე მონტენეგროს უმასპინძლებენ და ამ შეხვედრას უკვე მარინა შალამბერიძე მოემსახურება.
რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს, ის 15 ნოებერს სკოპიეში იქნება და ჩრდილოეთ მაკედონიისა და საბერძნეთის მატჩს მოემსახურება, თუმცა ტექნიკური დელეგატის პოზიციიდან, რადგან სანაკრებო მატჩებს ფიბა-ს ფორმატით კომისრის ნაცვლად იგივე ფუნქციის მქონე ტექნიკური დელეგატი ემსახურება.
კირილე თვაური (მსაჯი)
12 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი).
აზერბაიჯანი – ბულგარეთი
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
15 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი).
აზერბაიჯანი – მონტენეგრო
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
15 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია).
ჩრდილოეთ მაკედონია – საბერძნეთი