რატიშვილი თურქეთისა და სლოვენიის ნაკრებთა მატჩს მოემსახურება

რატიშვილი თურქეთისა და სლოვენიის ნაკრებთა მატჩს მოემსახურება

ქალთა კალათბურთში ახლა სანაკრებო ფანჯარაა და უახლოეს დღეებში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები ვერა, მაგრამ ქალთა სანაკრებო მატჩებში ქართველი ტექნიკური დელეგატი აქტიურადაა ჩართული. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი თურქეთისა და სლოვენიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას მოემსახურება, რომელიც 27 ნოემბერს ქალაქ მერსინში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს რიგაში გამართულ კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩზე ლატვია – დიდი ბრიტანეთი რატიშვილმა ტექნიკურ დელეგატად იმუშავა და ზოგადად, 2022 წელს მას არ გამოუტოვებია არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არც ქალებში და არც ვაჟებში, სანაკრებო მატჩს რომ არ მომსახურებოდა.