რეაგულარულის გამარჯვებული აკადემიაა

რეაგულარულის გამარჯვებული აკადემიაა

„აკადმია“ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. კახა კუპატაძის და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ტურის მატჩი „კარდინალს“ მოუგო და რეგულარული 19 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.

1 მატჩი დარჩა გასამართი „ჰიუნდაის“ და მოგების შემთხვევაში რეგულარულს „აკადემიას“ მსგავსად 41 ქულით ასრულებს, თუმცა ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში აგებს და პირველიბას ვერ შესწვდება.

დაასრულა რეგულარული „დინამომაც“, რომელმაც 16 მოგებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილი დაიკავა. დარჩენილი მატჩები დღეს და ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც მეოთხედფინალის წყვილები საბოლოოდ გაირკვევა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება.

 

ჰიუნდაი – რუსთავი 62:46 (16-10, 17-5, 12-17, 17-14)

ჰიუნდაი: ლ. წენგუაშვილი – 18 ქულა, გ. გოგიტაშვილი –  12 ქულა

რუსთავი: დ. ფუტკარაძე – 17 ქულა

 

კარდინალი – აკადემია  39:80 (5-26, 8-16, 18-21, 8-17)

კარდინალი: ლ. ტალახაძე 0 14 ქულა, ო. მირცხულავა – 10 ქულა, ვ. გიგაური – 10 ქულა

აკადემია: ლ. მაზიაშვილი – 28 ქულა, . შ.ლეშკაშელი – 13 ქულა, მ. ზურაბაშვილი – 11 ქულა

 

თსსუ -დინამო 41:73 (17-20, 4-23, 7-20, 13-10)

თსსუ: ნ. კეკელიძე – 13 ქულა, ს. მდივანი – 12 ქულა

დინამო: ბ. თორთლაძე – 22 ქულა, ი. ისრაელიანი – 15 ქულა, ს. ჯორბენაძე – 13 ქულა, ც. ცარციძე – 11 ქულა