რეგულარულის ბოლო მატჩში შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშა

რეგულარულის ბოლო მატჩში შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშა

ევროლიგის ტრიუმფატორმა „ოლიმპიაკოსმა“ საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატის გამოტოვებული, ბოლო მატჩი ჩაატარა და პირველობა ოფიციალურად გაიფორმა. გიორგი შერმადინის გუნდმა სწორედ იმ გუნდს მოუგო, რომელსაც მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. პირეოსელებმა პატრას „აპოლონი“ 80:53 გაანადგურეს და რეგულარული სეზონი 25 მოგებითა და ერთადერთი მარცხით დაასრულეს.
 
შერმადინს რეგულარულის ბოლო მატჩშ არ უთამაშია. ქართველ ცენტრს კუნთი აწუხებს (ევროლიგის ფინალში გამაყუჩებლით ითამაშა) და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა პლეი ოფის პირველ რაუნდში თამაშს. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. პირეოსელები პირველ მატჩს 22 მაისს პირეოსში, მეორეს კი 24-ში სტუმრად ჩაატარებენ. თუ საჭირო გახდა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 26 მაისს პირეოსში ჩატარდება.