რიგის ვეფ-ში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. მე-3 ტურის მატჩში ლატვიურმა კლუბმა რიგაში ბერძნულ აეკ-ს უმასპინძლა და 69:80 (სტატისტიკა) დამარცხდა. ქართველმა უკანახაზელმა, რომელსაც ვეფ-მა 3-კვირიანი კონტრაქტი გაუფორმა, საკმაოდ ბევრი, 24 წუთი ითამაშა.
ანდრონიკაშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების მოთამაშის ანგარიშზე მთლიანობაში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. რატიმ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 6-ჯერ დაკარგა. რიგელთა შორის 17 ქულით, 6 ჩჭრით და 5 პასით საუკეთესო იყო უკრაინელი ისუფ სენონი, 19 ქულა და 5 პასი ჰარისონ ქლირიმ დააგროვა.
რიგის ვეფ-ი E ჯგუფშია აეკ-თან, ტელეკომ ბონთან და რამათ-განის მაკაბისთან ერთად. 1 მოგებითა და 2 მარცხით რიგელები მე-2 ადგილზე არიან, შემდეგ შეხვედრას კი 13 ნოემბერს, გერმანიაში, ტელეკომთან ჩაატარებენ.