რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” პირველი გუნდია, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თელავიველებმა გაილეაში ადგილობრივი “გილბოა” 94:65 გაანადგურეს და მეოთხედფინალური სერია საერთო ანგარიშით – 3:1 მოიგეს.
ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. რიკიმ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რიკის გარდა, მაკაბელთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ 5 კალათბურთელი ასცდა: ალექს ტიუსი (18), დავიდ ბლუ (17), დუეინ სმიტი (13), იოგევ ოჰაიონი (11) და ტაირისი რაისი (11).
“მაკაბი” ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ელიათის “ჰაპოელი” იქნება, რომელიც მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 ამარცხებს თელ ავივის “ჰაპოელს”