როგორ მივცეთ ხმა სანდრო მამუკელაშვილს კარლს მელოუნის პრიზის მოსაპოვებლად

როგორ მივცეთ ხმა სანდრო მამუკელაშვილს კარლს მელოუნის პრიზის მოსაპოვებლად

ამერიკის სტუდენტური ლიგის მესვეურებმა კარლ მელოუნის პრიზის მოსაპოვებლად 10 კანდიდატს შორის სანდრო მამუკელაშვილი დაასახელეს. Karl Malone Award-ის გამარჯვებული ხდება NCAA-ის საუკეთესო მძიმე ფორვარდი და არის შანსი, რომ წლეულს ეს პრესტიჟული ტიტული ქართველმა კალათბურთელმა მოიპოვოს.

მამუკელაშვილთან ერთად ხსენებულ კატეგორიაში პრიზის მოგების კანდიდატები არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი და ჯერემია რობსონ-ერლი.

თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება, სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. ავხსნით, როგორ შეიძლება ეს. 

როგორ მივცეთ ხმა

1. შედიხართ hoophallawards.com-ზე და ირჩევთ თითოეულ კატეგორიაში თითო მოთამაშეს (გამთამაშებელი, მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი).

2. ბოლოს წერთ მეილს, რომელზეც მოგივათ თქვენი არჩევანი.

3. მხოლოდ მეილზე მოსვლის და თქვენი კონფირმაციის (აკლიკავთ ლინკს) ითვლება თქვენი ხმა.

შენიშვნა: შესაძლოა, მეილი დაუყოვნებლივ არ მოვიდეს. 

შეზღუდვა: დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა.

თებერვლის ბოლოს 10-10 კანდიდატიდან რჩება მხოლოდ 5-5, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი სპეციალური კომიტეტი იღებს. 

სანდრო მამუკელაშვილს უახლოესი თამაში ერთ-ერთ ფავორიტ ვილანოვასთან აქვს.