“როკი” ესტონეთის ფინალს მიუახლოვდა

გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკი” ესტონეთის ჩემპიონატის ფინალში გასვლის ზღვარზეა. ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩში ტარტუელებმა “ვალგას” 77:63 სძლიეს და ფინალამდე ერთი ნაბიჯი უკლიათ.
ტარტუელებმა საშინაო შეხვედრაში 75:47 იმარჯვეს, გასვლით მატჩში კი უფრო დიდი ბრძოლა გადახდათ, თუმცა სერიაში 2:0 დაწინაურება მაინც მოახერხეს.
ქართველ კალათბურთელთაგან “როკის” სასტარტო ხუთეულში ცინცაძემ ითამაშა და 29 წუთში სტუმრებს 4 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
სანიკიძემ მოედანზე 13 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
10 მაისს ტარტუელები “ვალგას” შინაურ კედლებში დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურს მიიღებენ.
ფინალში “როკის” სავარაუდო მეტოქე, სავარაუდოდ, “კალევ კრამო” იქნება, რომელიც ”ტტუ კკ”-ს ასევე 2:0-ს უგებს.