“როკს” სანიკიძის ორმაგმა დუბლმა არ უშველა

ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ტარტუს “როკმა” ბალტიის საკალათბურთო ლიგაში “ლიეტუვას რიტასთან” გასვლითი მატჩი 82:97 დათმო.
ქართველმა კალათბურთელებმა ესტონური კლუბის ხუთეულში ითამაშეს. სანიკიძემ მოედანზე გატარებულ 30 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი გახლდათ, ვინაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.
ვიქტორმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და არცერთხელ დაჯარიმებულა.
რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, მან 32 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოადროვა.
 

ვიქტორ სანიკიძე (#13) ლიტველთა ფარქვეშ შეიჭრა
 
გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ქართველმა გამთამაშებელმა 7 შეცდომა დაუშვა და პერსონალურთა ლიმიტის გამო მოედანი დატოვა.
“ლიეტუვოს რიტასს” 9 მოგება და 2 მარცხი აქვს და ლიდერობას ინარჩუნებს, “როკს” კი 5 გამარჯვების წილ 7 წაგება მოეძევება და 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
ისიც სათქმელია, რომ ესტონურ კლუბს მდევრებზე 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
“როკი” მიმდინარე წელს ბალტიის ლიგაში თამაშს აღარ გამართავს, 3 იანვარს კი ესტონურსავე “კალევს” ესტუმრება.