როცა გვერდში ქომაგია, მონდომებაც ორმაგია

როცა გვერდში ქომაგია, მონდომებაც ორმაგია

„როცა გვერდში ქომაგია, მონდომებაც ორმაგია“ – ეს არის „ლიბერთი ბანკის“ საკალათბურთო ანაბარ „ქომაგი 2011“–ის ოფიციალური სლოგანი. აღნიშნული სლოგანით დამშვენებული მაისურები დღეს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიტანეს, რითაც ნაკრების წევრები ივარჯიშებენ.
 
შეგახსენებთ, რომ „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია. გასულ აპრილს „ლიბერთი ბანკმა“ საკუთარ კლიენტებს ახალი ანაბარი შესთავაზა – „პატრიოტი ქომაგი 2011“, რომელიც საქართევლოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შესაბამისად გაიზრდება. რაც უფრო მეტ თამაშს მოიგებს ნაკრები, მით უფრო მეტ საპროცენტო სარგებელს ნახავს მეანაბრე.
 
ანატოლი ბოისა, ეროვნული ნაკრების წევრი
„სასიამოვნოა, რომ ლიბერთი ბანკი გვერდში გვიდგას. ეს ახალი სლოგანი მომწონს და ვფიქრობ, კარგად გამოხატავს რეალობას. როცა ასეთი სერიოზული ბანკი გიჭერს მხარს, მონდომებაც რა თქმა უნდა, ორმაგი და მეტია. ჩევნის მხრივ ვეცდებით, რომ გაცემული ავანსები გავამართლოთ და ამით გუშემატკივარიც გავახაროთ, მეანაბრეებიც და კალათბურთის ნებისმირი ქომაგი“.
 
ნიკა ცქიტიშვილი, ეროვნული ნაკრების წევრი
„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი ყურადღებას იჩენს ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს სლოგანი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გულშემატკივრებს ერთ მუშტად შეკრავს“.