რუსეთი და საფრანგეთმა ნახევარფინალი შეავსეს

რუსეთი და საფრანგეთმა ნახევარფინალი შეავსეს

ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 2ნახევარფინალისტიც გაირკვა. წინა დღესსაუკეთესო ოთხეულში გასულ ესპანეთსა და მაკედონიას წუხელ რუსეთი და საფრანგეთი შეუერთდნენ.
 
ვერ ვიტყვით, ისეთი ბრძოლა ვიხილეთ, როგორიც მაკედონია–ლიტვის ბრძოლაშიო, თუმცა თავისთავად გუშინდელი შეხვედრებიც საინტერესო იყო. საბერძნეთი ბოლო მეოთხედამდე უგებდა საფრანგეთს და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ნბა–ში გამობრძმედილმა ფრანგულმა ტრიომ – პარკერი, დიაო, ნოა – გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშეს და თავისიანებს გამარჯვება გაუნაღდეს. „ოკეანგაღმელებს“ დაეხმარა ნანდო დე კოლოც, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.
 
მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუსეთმა იოლად მოუგო სერბეთს. ჟელკო ობრადოვიჩის გუნდიდან სპეციალისტები მეტს ელოდნენ, თუმცა რუსებმა დაცვაში ისე ითამაშეს, რომ მოძმე სერბებისთვის შანსი არ მიუციათ. გამარჯვებულებს ანდრეი კირილენკომ 14 ქულით ულიდერა, ვიქტორ ხრიაპასა და ანდრეი ვორონცევიჩს კი 11–11 ქულა დაუგროვდათ.
 
ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: რუსეთი–საფრანგეთი, მაკედონია–ესპანეთი. ორივე შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართება.
 
ევროპის ჩემპიონატი. ლიტვა. კაუნასი. 15 სექტემბერი
საფრანგეთი 64:56 საბერძნეთი
რუსეთი 77:67 სერბეთი