რუსეთი და სლოვენია პირველობისთვის შეხვდებიან

რუსეთი და სლოვენია პირველობისთვის შეხვდებიან

საქართველოს ჯგუფში გამართულ დარჩენილ ორ შეხვედრაში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა: რუსეთმა ბულგარეთი დაამარცხა, ხოლო სლოვენიამ ბელგიას აჯობა. ორივე მატჩი საკმაოდ თანაბარი იყო, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ხომ ასეა – ფავორიტად აღიარებული სლოვენია ვერ იგებს დიდი სხვაობით, რუსეთსაც არც ერთი მეტოქე არ დაუმარცხებია გასეირნებით. ერთადერთიო საქართველოა, რომელიც თუკი იგებს, დამაჯერებლად – კოკოშკოვის გუნდმა ბელგიას 22 ქულით მოუგო, დღეს კი უკრაინა 16-ით დაამარცხა.
 
რუსეთმა და სლოვენიამ ჯერ კიდევ გუშინ გაინაღდეს მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში. დღეს კი ერთმანეთთან შეხვედრამდე ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მიითვალეს მორიგი გამარჯვებები. ხვალ ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის გამოსავლენად შეხვდებიან. მესამე საგზურის მოპოვებას კი საქართველო შეეცდება, რომელიც ბულგარეთთან გამარჯვების შემთხვევაში მეორე ჯგუფის საგზურს ინაღდებს.
 

 
4 სექტემბერი
საქართველო 69:53 უკრაინა
რუსეთი 89:77 ბულგარეთი
სლოვენია 70:61 ბელგია
 
5 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი        16:30
სლოვენია – რუსეთი                     19:00
ბელგია – უკრაინა                          22:00
 
1.         რუსეთი                                4          4/0       306/257          8
2.         სლოვენია                             4          4/0       292/259          8
3.         საქართველო                       4          2/2       283/264          6
4.         უკრაინა                                4          1/3       248/266          5
5.         ბულგარეთი                        4          1/3       260/288          5
6.         ბელგია                                 4          0/4       243/298          4