რუსეთი – ლატვია: “არაამხანაგურად” რუსეთმა ლატვიას ორჯერ მოუგო

რუსეთი – ლატვია: “არაამხანაგურად” რუსეთმა ლატვიას ორჯერ მოუგო

22 და 24 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბალტიისპირეთში ლატვიის ნაკრებს ორჯერ ამხანაგურად გაეჯიბრება. სწორედ ორჯერ ეთამაშა ლატვიელებს რუსეთის ნაკრებიც, რომელიც საქართველოს მეტოქეა კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე.
 
რუსეთის ნაკრებმა ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა ლატვიის ეროვნულმა გუნდმა რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველი მატჩი რუსებმა 87:68 მოიგეს, ხოლო მეორე დღეს, 13 აგვისტოს, ანგარიშში სხვაობა სლავების სასარგებლოდ უფრო დიდი იყო – 84:59.
 
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებმა ორივე მატჩში გუნდურად ითამაშა. ყველა მოთამაშემ შეიტანა წვლილი აღსანიშნავია, რომ რუსებს ვიქტორ ხრიაპა დაუბრუნდათ, რომელმაც მიმდინარე სანაკრებო სეზონში პირველი მატჩები ჩაატარა. მას ტრავმა აწუხებდა და რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი მოედანზე გამოჩნდა და ლატვიელებს პირველ მატჩში 1 ქულა ჩაუგდო, ხოლო მეორეში – 10.
 
ლატვიაში გამართულმა შეხვედრამ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულად ჩაიარა. მოედანზე ზღვარსგადასული უხეშობა სუფევდა, რაზეც ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოებიც მიანიშნებენ.
 
ლატვია 68:87 რუსეთი
21:22, 14:26, 21:14, 12:25
რუსეთი: კირილენკო (14ქ, 9მ), ფრიდზონი (13), მოზგოვი (10), მონია (10), შაბალკინი (9), ვორონცევიჩი (8), ხვოსტოვი (7), ბიკოვი (5ქ, 6პ), პონკრაშოვი (6), ვიალცევი (3), შვედი (2), ხრიაპა (1)
 
რუსეთი 84:59 ლატვია
21:14, 20:19, 18:10, 25:16
რუსეთი: შაბალკინი (18), ფრიდზონი (15), კირილენკო (12), ხრიაპა (10), ვორონცევიჩი (7), მონია (6), ხვოსტოვი (6), პონკრაშოვი (5), ბიკოვი (3ქ, 5პ), შვედი (2), ვორონოვი, ვიალცევი
 

ტიმოფეი მოზგოვს ლატვიელი ცენტრისგან თავში მოხვდა
 

ტიმოფეი მოზგოვს ლატვიელი უკანახაზელისგან ყბაშიც მოხვდა
 

აინარს ბაგატსკისის ეს ჟესტები სუპერლიგის მაყურებელთათვის კარგად ნაცნობია