რუსეთმა ლიტვას მოუგო, სლოვენია ესპანეთთან დამარცხდა

რუსეთმა ლიტვას მოუგო, სლოვენია ესპანეთთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ლიტვის ნაკრები კვლავ დაამარცხა. რუსებმა ამას წინათ მოსკოვში მოუგეს ლიტველებს, ახლა კი სტუმრადაც მიაღწიეს წარმატებას.
 
მასპინძელბა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი სტუმრების იყო – რუსეთმა29:17 იმარჯვა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საბოლოოდ დევიდ ბლატის დამოძღვრილმა სლავებმა 88:80 მოიგეს.
 

 
რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში სტაბილურობით ვიტალი ფრიდზონი გამოირჩევა, რომელიც გამუდმებით სცდება 10–ქულიან ზღვარს. მართალია, იგი ამჯერად მატჩის ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა რუსებში მხოლოდ 16 ქულის მომხვეჭ ტიმოფეი მოზგოვს ჩამორჩა. ფრიდზონის ანგარიშზე 14 ქულა გახლდათ, ხოლო ანდრეი კირილენკომ 13–ს მოიყარა თავი.
 ამასობაში ამხანაგური მატჩი გამართა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიამაც, რომელიც ესპანეთთან 61:73 დამარცხდა.
 
 
ამხანაგური მატჩი
ლიტვა 80:88 რუსეთი
29:25, 17:29, 16:18, 18:16
 
რუსეთი: მოზგოვი (16), ფრიდზონი (14), კირილენკო (13), ვორონცევიჩი (11), შვედი (11), ხრიაპა (9), ბიკოვი (7), მონია (3), შაბალკინი (2). ვიალცევი (2), ხვოსტოვი, პანკრაშოვი, ვორონოვი
 

ესპანეთი 73:61 სლოვენია
16:14, 20:11, 19:17, 18:19
სლოვენია: სმოდიში (11), გორან დრაგიჩი (11), ზორან დრაგიჩი (10), ლაკოვიჩი (8), ლორბეკი (8), ბეჩიროვიჩი (4), შლოკარი (4), იაგოდნიკი (2), მურიჩი (2), ოზბოლტი (1)