რუსეთთან წაგებულ მატჩში საუკეთესო ბურჯანაძე იყო

რუსეთთან წაგებულ მატჩში საუკეთესო ბურჯანაძე იყო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდი ტურნირის დასკვნით მატჩში რუსეთის მძლავრ ნაკრებს დაუპირისპირდა და 47:98 წააგო.
რუსებს ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ და მსოფლიო უნივერსიადისთვის ემზადებიან. იტალიის ტურნირზე რუსებმა სამივე მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. ქართველებმა სლავებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს – პირველი მეოთხედი 10:28 დათმეს და შემდეგ სხვაობა რუსების სასარგებლოდ იზრდებოდა.
გამოკვეთილი ლიდერი რუსებს არ ჰყოლიათ, ყველაზე მეტი – 14 ქულა ანდრეი ზუბკოვმა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი ბექა ბურჯანაძე გახდა, რომელმაც 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. არ უთამაშია რევაზ როგავას, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, ირაკლი მიქელაძემ კი შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.
ამ მატჩით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა მოსკიანო სანტ-ანჯელოს ტურნირზე ასპარეზობა. ქართველები ახლა დომეჯი დი კადორში გადაინაცვლებენ, სადაც მეორე საერთაშორისო ტურნირს ითამაშებენ ბულგარეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან ერთად.
საერთაშორისო ტურნირი. მოსკიანო სანტ-ანჯელო. იტალია. 21 ივნისი
იტალია 80:57 საქართველო
სტატისტიკა: http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/17/10/42BDltAptMRzc/