რუსთაველებმა სტუ–ს სძლიეს

რუსთაველებმა სტუ–ს სძლიეს

დღეს რუსთავში მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა ადგილობრივ „ენერჯი–ინვესტსა“
და სტუ–ს შორის. მოქმედმა ჩემპიონმა მესამე მეოთხედში
გატეხა ტექნიკოსები და ნახევარფინალური სერიის საგზური მოიპოვა.

სტუ პირველ ტაიმში ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა მასპინძლებს,
დიდი შესვენების შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს მოქმედნა
ჩემპიონებმა. მესამე ათწუთეული რუსთაველებმა 30:8 მოიგეს, მთლიანობაში 34–ქულიან
უპირატესობას დაეპატრონნენ და ყველაფერი თავიანთ სასიკეთოდ გაარკვიეს.

31 ქულით რუსთაველთაგან რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა, აკაკი დვალიშვილმა კი
22 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება ლევან ხმელიძეს, მას 1 პასი დააკლდა
სამმაგ დუბლამდე – მის ანგარიშზე 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა.

ტექნიკოსთაგან კი საუკეთესო 23 ქულის მომხვეჭი ზვიად დეკანოიძე გახდა,
დათო სანაიას კი 22 ქულა დაუგროვდა.

რუსთაველები ნახევარფინალში არიან და მომავალ მეტოქეს ბოლო
მეოთხედფინალური წყვილის: „დინამო“–„ნიკეს“ მატჩის დასრულების შემდეგ გაიგებენ.
წაგებული სტუ კი 5–8 ადგილებისთვის ბროლაში გადაერთო.