რუსთავი რეგულარულის გამარჯვებულია

რუსთავი რეგულარულის გამარჯვებულია

18-წლამდელთა  ჩემპიონატის დასრულებამდე 1 შეხვედრა დარჩა, თუმცა თითქმის ყველაფერი გარკვეულია. “რუსთავი 1”-მა შინაურ სარბიელზე კონკურენტი “შსს-აკადემია” 76:69 დაამარცხა და პირველი ადგილზე გავიდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდისთვის ეს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო თამაში იყო. ,,შსს აკადემიას” 16ქულის სხვაობით უნდა მოეგო, რომ პირველ ადგილზე დაემთავრებინა რეგულარული. ამ წაგებით “შსს-აკადემიამ” მეორე ადგილიც დაკარგა. აკადემიელებმა “ჰიუნდაის” მსგავსად 24 ქულა დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენის გამო რეგულარული ჩემპიონატი მათ მომდევნო პოზიციაზე დაასრულეს.

თამაში საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა.  მასპინძლებმა პირველ მეოთხედში უპირატესობა მოიპოვეს (22-16), თუმცა აკადემიელებმა დიდი შესვენებისთვის სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს (37-34). მესამე მეოთხედი 55-55 დასრულდა და ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ,,რუსთაველებმა” მატჩის ბოლოს უკეთ იასპარეზეს, 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს და რეგულარულის გამარჯვებულები გახდნენ. 

,,რუსთავის” რიგებში საუკეთესო 21ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე იყო, 2 მოხსნა დააკლდა თორნიკე ქიტოშვილს სამმაგ დუბლამდე – 19ქულა, 8მოხსნა, 11პასი, ორმაგი დუბლი გაიფორმა შოთა ნარჩომაშვილმა(15ქულა, 16მოხსნა), ხოლო გიორგი დვალმა გუნდს 13ქულა შესძინა.

დამარცხებულებს 19ქულით და 10 მოხსნით არჩილ პულუზაშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდა დიმა ბობილევსაც – 16ქულა, 17მოხსნა, გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზე 13ქულაა, ლევან გორდულაძემ კი შეხვედრა 11ქულით და 8 პასით დაასრულა. 

რუსთავი – შსს აკადემია  76:69 

18-წლამდელთა მე-2 შეხვედრაში ,,რუსთავი-2”  ,,დინამოს” დაუპირისპირდა და 16ქულის სხვაობით – 54:70 დამარცხდა. 

რუსთავი-2 – დინამო  54:70 

რუსთავი-2:  დიმიტრი მეტრეველი – 16ქულა; მუხრან კორინთელი – 10ქულა, 11მოხსნა. 
დინამო: ლევან ანთაძე – 20ქულა, 16მოხსნა, 7პასი; ოთო ამონაშვილი – 13ქულა, 17მოხსნა; დათო მაჭარაძე – 12ქულა, 15მოხსნა; რეზო მაღლაფერიძე – 11ქულა.