რუსთავი სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევრაფინალური სერია დღეს რუსთავში
დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ ჰიუნდაი საკუთარ მოედანზე მიიღო.

მასპინძლებმა
მეტოქე დამაჯერებლად 76:54 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.  შეხვედრის საწყსისი ათწუთეული გუნდების თანაბარი
უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,ქვემოქართლელები“ აქტიურად ათამაშდნენ
და მატჩის პირველ ნახევარში 42:34 დაწინაურდნენ.  მასპინძლებმა მესამე მეოთხედი ძალიან მობილიზებულად
ჩაატარეს და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ( 63:46) ხოლო დასკვნით მეოთხედში დაცვაში
შესანიშნავად გაისარჯნენ და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს.

ჰიუნდაის გუნდს  16 ქულა დავით როგავა შესძინა, ხოლო ,,რუსთავის“
შემადგენლობაში 15 ქულით თავი თორნიკე ქიტოშვილმა გამოიჩინა, რომელსაც ერთი ქულით ერეკლე
ლორთქიფანიძე ჩამორჩა (14ქ).  ორმაგი დუბლი
კი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. გიორგი ოქროჭელიძემ 10 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა,
ხოლო შოთა ნარჩომაშვილმა – 12 ქულა და 13 მოხსნა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებს გავესაუბრეთ, რომელთა მხრიდან შემდეგი კომნეტარები გაკეთდა. 

 ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი):
შეხვედრამ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მათით კმაყოფილი
ვარ.  ყველა მოთამაშემ, ვინც დღეს მოედანზე
გავიდა თავის საქმეს ჩინებულად გაართვა თავი. ჰიუნდაის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა
მისი გატეხვა საბოლოოდ მეოთხე მეოთხედის შუაწელში მოვახერხეთ.  ვფიქრობ, მეტოქემ ფიზიკურად ვეღარ გაგვიძლო. მართალია,
სერიაში დავწინაურდით, მაგრმ ჯერ ყველაფერი წინაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული
შეხვედრა გველის. გავაანალიზებთ ჩვენს თამაშს და მომავალი მატჩისთვის შეცდომებს გამოვასწორებას
ვეცდებით. უყურადღებობის გამო ბევრი დაკარგვა გვქონდა, მაგრამ  ჩვენმა გუნდმა ძალიან ხისტად ითამაშა დაცვაში და
სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა.  

 ნიკო ჩერქეზიშვილი
(ჰიუნდაის მწვრთნელი):  ძალინ ცუდად ჩავატარეთ
თამაში და არაფერი გამოგვივიდა. მატჩის პირველი ნახევარი შედარებით ნორმაულარდ დავიწყეთ,
თუმცა მეორე ტაიმში ვერაფერი გავაწყეთ. ,,რუსთავმა“ ,,ზონური“ დაცვა ითამაშა, რასაც
არ მოველოდით. სერიის განმეორებით შეხვედრაში სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ. მეტოქის  ,,ზონას“ დავუშლით და მატჩის ასე იოლად ჩატარების
საშუალებას აღარ მივცემთ.  

 შეგახსენებთ,
რომ ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ,,ჰიუნდაისა“ და ,,რუსთავს“ შორის
1 მაისს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 12:00 საათზე გაიმართება.