რუსთავის 2 გამარჯვება 2 დღეში

რუსთავის 2 გამარჯვება 2 დღეში

18 მაისს საკალათბურთო აკადემიამ 13-წლამდელთა ჩემპიონატის 2მატჩს უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „აკადემია 2“ და „რუსთავი” დაუპირისპირდნენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მასპინძლები 24 ქულის სხვაობით – 57:33 დაამარცხა.

ქვემოქართლელებმა გამარჯვება (ოღონდ ტექნიკური) გაიფორმეს წინა დღესაც- 17 მაისს რუსთავში სათამაშოდ „გორი“ არ ჩავიდა და 0:20 წაგება ჩაეთვალა. შესაბამისად, ამ 2 გამარჯვების ხარჯზე, რუსთაველებმა ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწიეს. 17 მაისს გაიმართა შეხვედრა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა თბილისის “კარდინალები 1” 77:62 დაამარცხა.
18 მაისს გამართულ მეორე შეხვედრაში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მართვე“ 63:41  დაამარცხა. გაგაცნობთ მატჩის შედეგებსა და გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს

17 მაისი
რუსთავი – გორი              20:0
ქუთაისი – თბილისის კარდინალები 1 77:62
20:19, 22:13, 19:15, 16:15
ქუთაისი: გ. ჭეიშვილი (16), გ. კენჭაძე (15), დ. გვენეტაძე (15)
კადინალები: გ. ჭოლაძე (24), ლ. ტალახაძე (10)
18 მაისი
აკადემია 2 – რუსთავი     33:57
7:18, 17:14, 5:10, 4:15
აკადემია 2: რ. ანდრონიკაშვილი (21), ბ. სარიშვილი (6)
რუსთავი: ლ. მიქელაძე (18), დ. ფუტკარაძე (12)

თსსუ – მართვე                63:41
21:5, 12:17, 16:11, 14:8
თსსუ: ნ. კეკელიძე (35), ა. მდივანი (12)
მართვე: შ. გორგოძე (11)ნ. ერაძე (6), ნ. ნადარეიშვილი (6)