რუსთავის დივიზიონში პირველ ადგილზე “საკრამენტოა”, მეორეზე – “გოლდენ სტეიტი”

რუსთავის დივიზიონში პირველ ადგილზე “საკრამენტოა”, მეორეზე – “გოლდენ სტეიტი”

პირველი წრე დასრულდა რუსთავშიც, სადაც Junior NBA-GBF ლიგის პასიფიკის დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს. ქვემოქართლელებს ტურნირზე 2 გუნდი გამოჰყავთ, რომელთაგან პირველი, “საკრამენტო კინგსად” წოდებული კლუბი ლიდერია. რუსთაველებმა პირველი წრის ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება რუსთაველთა მეორე გუნდს, რომელიც “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” სახელით ასპარეზობს, ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე იმყოფება. ამ დივიზიონშია ნამდვილი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორსი”, რომლის სახელის ტარების პატივი წილად “სოხუმს” ხვდა. სოხუმელებმა 4 მატჩიდან 3 მოიგეს და მეორე ადგილზე არიან, ხოლო მესამეზე იმყოფება და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის “ფინიქს სანსი” (ვინგზი).

პასიფიკის დივიზიონში მეორე წრე 17 ივნისიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გავა. კონფერენციები კი ასეა განაწილებული:

ერთ მხარეს არიან თელავის, რუსთავის და თბილისის დივიზიონები, ხოლო მეორე კონფერენციაში გორის, ქუთაისისა და ბათუმის დივიზიონები. თითო დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა, რომლებსაც 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. პლეი ოფში გუნდები ნბა-ს ანალოგიურად დაწყვილდებიან. 


სრული სატურნირო მდგომარეობა იხილეთ Junior NBA-GBF ლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://jrnbaleague.ge/?page_id=1320