რუსთავის ,,ვეჯინი”ქალთა ლიგის საქართველოს თასის მფლობელია

რუსთავის ,,ვეჯინი”ქალთა ლიგის საქართველოს თასის მფლობელია

საქართველოს ქალთა ლიგის თასის მფლობელი რუსთავის „ვეჯინი“ გახდა. საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ ქვემოქართლურმა გუნდმა ქვეყნის თასიც მოიგო.

 ჩემპიონატის ფინალის მსგავსად რუსთაველებს ამჯერადაც „ქუთაისი“ შეხვდა. თასისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რუსთაველემა დაძაბულ ბრძოლაში – 79:68 დაამარცხეს ქუთაისელები და სეზონში დუბლი შეასრულეს.
პირველი მეოთხედის 11:20 წაგების შემდეგ ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს. მეორე პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ხოლო მესამე ათწუთეულში ქუთაისელებმა ლიდერობა მოიპოვეს. ნინო გაბიძაშვილის, ნელი ჟორჟოლიანის და თაკო მანაგაძის აქტიურობამ ის შედეგი გამოიღო, რომ იმერული კლუბი 51:49 დაწინაურდა.
ამ დროს ქუთაისელთა ლიდერთაგანი ნელი ჟორჟოლიანი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა, რითაც მანამდე ისედაც აქტიურმა რუსთაველთა ცენტრმა ხათუნა საჯაიამ გაილაღა. საჯაიას მხარი ანი მაისურაძემ და ნათია ფუტკარაძემაც აუბეს და „ვეჯინის’ უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია.
რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობა იოლად შეინარჩუნეს და საბოლოოდ 11 ქულით გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე რუსთაველებს თასი კალათბურთის მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა გადასცა. გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც რუსთაველთა კაპიტანი ხათუნა საჯაია გახდა. საჯაიას საგანგებო პრიზი მსაჯთა კავშირის წევრმა ნოდარ ავალიშვილმა გადასცა.

რუსთავის ,,ვეჯინი” – ქუთაისი  79:68