რუსთავმა და აკადემია 2-მა რეგულარული ჩემპიონატი მოგებით დაასრულეს

რუსთავმა და აკადემია 2-მა რეგულარული ჩემპიონატი მოგებით დაასრულეს

დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი
გაიმართა რუსთავსა და ბათუმში. ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ შინ ,,ჰიუნდაი“ მიიღო და მეტოქე
79:66 დაამარცხა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,
თუმცა მეორე მეოთხედში რუსთაველები გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლო წინ 43:37 გავიდნენ.
მესამე პერიოდში ,,ჰიუნდაიმ“ სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა (52:57), თუმცა გადამწყვეტ
მეოთხედში ,,რუსთავმა“მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.
,,ჰიუნდაის“ შემადგენლობაში 21-21 ქულა დავით როგავამ და საბდრო ბოლქვაძემ დააგროვეს,
ხოლო ამ უკანასკნელმა  14 მოხსნაც მიითვალა
და ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,ქვემოქართლელთა“ შემადგენლობაში  კი ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთაამაშემ გაიფორმა.
თორნიკე ქიტოშვილმა 15 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, გიორგი ოქროჭელიძემ
– 12 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო ლევან ურიდიას ანგარისზე 14 ქულა და 13 მოხსნაა. დრამატული გამოდგა ,,ბათუმისა“ და აკადემია 2-ის დაპირისპირება,რომელიც  საბოლოოდ აკადემიელების  გამარჯვებით 75:72 დასრულდა. შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა აკადემიამ იძალა და დიდ
შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით, 47:40 გავიდა. დაძაბული გამოდგა მატჩის მესამე
მეოთხედი, სადაც ,,ზღვისპირელები“ აქტიურად ათამაშდნენ და მესამე პერიოდის დასრულებამდე
რამდენიმე წამით სხავობა 2 ქულამდე დაიყვანეს –  58:60. გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასკვნითი მეოთხე
მეოთხედი, რომლის მე-4 წუთზეც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 63:63. დარჩენილ დროში
თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 35 წამით ადრე  მინიმალური უპირატესობა ბათუმელებმა მოიოვეს და
წინ – 71:70 გავიდნენ. მიუხედავად ამისა, აკადემიოებმა შეძლეს თამაშზე მობილიზება და
ჯერ გიორგი იაკობიძის 2-ქულიანით 74:72 დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ ბექა წილოსანის ზუსტი
საჯარიმოთი საფინალო ანგარიში დააფიქსირეს.

,,ბათუმის“ შემადგენლობაში  ორმაგი დუბლით 27 ქულითა და13 მოხსნით ნიკა კოკობინაძე
გამოირჩა, ხოლო აკადემია 2-ს 17 ქულით ზემოთ ხსენებულმა გიორგი იაკობიძემ ულიდერა,
რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნაღა დააკლდა.