რუსთავმა და ქუთაისმა დებიუტანტებს დიდი ანგარიშით აჯობეს

რუსთავმა და ქუთაისმა დებიუტანტებს დიდი ანგარიშით აჯობეს

14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი შედგა რუსთავსა და ქუთაისში. რუსთავში ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ დებიუტანტ ,,ბასტიონს“ უმასპინძლა და მეტოქე 122:40 გაანადგურა.
,ქვემოქართლელებმა აბსოლუტურად ყველა კომპონეტში აჯობეს  ,,ბასტიონს“ და მატჩში იოლი გამარჯვება მოიპოვეს. რუსთავის გუნდში 22 ქულით ნიკა შატაკიშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა: გიორგი ბეჟანიშვილმა(18ქ.10მ), საბა პაპუაშვილმა(10ქ.11მ) და გიორგი გრიგორაშვილმა(15ქ.13მ). ბასტიონის გუნდში თავი ნიკა ჭიჭვეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
 მარცხი განიცადა 14-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთმა დებიუტანტმა გუნდმა ,,კომაროვმა“, რომელმაც ქუთაისთან ვერაფერი გააწყო – 39:89.  ,,იმერლებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მორიგი სოლიდური მოგება გაიფორმეს. 
მასპინძლებს 27 ქულით იოანე გუბაავმა ულიდერა, ხოლო ,,კომაროვს“ 15 ქულა გიორგი აბრამიშვილმა შესძინა. ორმაგი დუბლი შეასრულა აბრამიშვილის თანაგუნდელმა ირაკლი იშხნელმა, რომელმაც თავი 12 ქულასა და 16 მოხსნას მოუყარა.