რუსთავმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში დელტას შანსი არ დაუტოვა

რუსთავმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში დელტას შანსი არ დაუტოვა

რუსთავში ერთი მეოთხედფინალური მატჩის მოგება გურჯაანის დელტასთვის პროგრამა მინიმუმი იყო, რაც 22 აპრილს მოპოვებული გამარჯვებით შეასრულა კიდეც, თუმცა მაქსიმუმისთვის ძალები არ ეყო. სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში ანატოლიბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა დამაჯერებელი სხვაობით 105:74 (სტატისტიკა) დაამარცხა გურჯაანის დელტა და სერიაში საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

პირველი პერიოდი რუსთავმა 31:12 მოიგო, რითაც მოგებაზე ხმამაღალი განაცხადი გააეთა. მასპინნძლებმა მეორე და მესამე პერიოდებიც მოიგეს, თუმცა მცირე სხვაობით, მაგრამ მთლიანობაში ქვემოქართლელთა ლიდრობამ სოლიდური სახე მიიღო. ცხადი იყო, რომ მასპინძლები, რომლებსაც სავსე დარბაზი უმაგრებდა ზურგს, მოგებას არასგზით დათმობდა და ასეც მოხდა. 

სამმაგი დუბლის ზღვარზე მივიდა ტრეი კროფტი. რუსთაველთა ამერიკელმა უკანახაზელმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 18 ქულა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო 17-17 ლევან ბაბილოძემ და გუგა პატაშურმა მიითვალეს. დელტაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა დერიკ ნიუტონს – 23 ქულა. ეივი ტუმერმა 19 ქულა მოაგროვა.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მომდევნო 2 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში – 27 და 28 აპრილს გაიმართება.