რუსთავმა ნაკრები-97 იოლად დაამარცხა

რუსთავმა ნაკრები-97 იოლად დაამარცხა

18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მე-7 ტურის
ერთი მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ ნაკრები97-ს უმაპინძლა
და მეტოქე დიდი  სხვაობით 89:68 დაამარცხა.

 მატჩი თავიდანვე ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო, რომელთაც კადეტებთან ყოველგვარი
გართულებების გარეშე იმარჯვეს და 5 მოგებითა და ერთადერთი წაგებით საკუთარი ქვეჯგუფის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს. ,,რუსთავის“ შემადგენლობაში საუკეთესო 17 ქულით ერეკლე
ლორთქიფანიძე იყო, ხოლო ნაკრები-ის შემადგენლობაში მაიზერ რევაზაშვილი გამოირჩა, რომელმაც
16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგ დუბლი მიითვალა.

 18-წლამდელთა
პირველი წრის ბოლო ტურში კიდევ ორი მატჩი შედგება: 21 დეკემბერს ,,ქუთაისი“  შსს აკადემიას უმაპინძლებს, ხოლო 23 დეკემბერს ,,ბათუმი“
საკუთარ მოედანზე ,,რუსთავს“ უმაპინძლებს.