რუსთავმა ქუთაისი დაამარცხა

რუსთავმა ქუთაისი დაამარცხა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა
რუსთავში, სადაც  ადგილობრივმა რუსთავის გუნდმა
შინ ,,ქუთაისი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 
2 ქულის სხვაობით 82:80 იმარჯვა.

 მატჩის პირველი
ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ის ძალიან საინტერესო და
ემოციური გამოდგა. საბოლოოდ კი ტაიმი ქუთათურებმა 5-ქულის სხვაობით იმარჯვეს
-45:40. მატჩის მესამე მეოთხედი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა და პერიოდის დასასრულს
საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 22:22.

შეხვედრის ბედი ბოლო დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რუსთაველები
სულ სხვაგვარად ათამაშდნენ, თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და უაღრესად
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.

,,რუსთავის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ შეასრულა: გიორგი ოქროჭელიძემ 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო თორნიკე
ქიტოშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემაა. ქუთაისელთა შემადგენლობაში
გამოირჩა თემურ ფხაკაძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა.