რუსთავმა ქუთაისი ნახევარფინალში არ გაუშვა

რუსთავმა ქუთაისი ნახევარფინალში არ გაუშვა

ნახევარფინალის ბოლო საგზური „რუსთავი 1“-მა მოიპოვა.
ქვემოქართლელებმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა „ქუთაისს“ მოუგეს
და საერთო ანგარიშით – 2:1 გაიმარჯვეს.

 რუსთაველებმა სერიაში გამარჯვების მოპოვება პირველი
მატჩის წაგების შემდეგ მოახერხეს. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა სერიის
გახსნის მატჩი რუსთავში წააგეს, თუმცა შემდეგ ქუთაისში მოპოვებული გამარჯვებით სერიაში
ანგარიში გაათანაბრეს, დღეს კი გადამწყვეტი შეხვედრა შინ მოიგეს.

 რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 19:10 მოიგეს, თუმცა
მეორეში სტუმრებმა მოინდომეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს (19:21). მასპინძლებმა
წუთშესვენება აიღეს და ქუთაისელთა გააქტიურებას მწყობრი დაცვა დაუპირისპირეს. პირველი
ტაიმის ბოლოს ოთარ ხმელიძის გუნდი 6 ქულიტ იგებდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მისი
გუნდი გააქტიურდა.

 მატჩში გარდატეხა გიგი გოგობერიშვილის შედეგიან თამაშს
მოჰყვა, რომელმაც მესამე პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველთა ლიდერობამაც
15 ქულას მიაღწია. ამის შემდეგ ქუთაისელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხეს,
ჩამორჩენის 7 ქულამდე (61:68) შემცირება იყო. საბოლოოდ „რუსთავმა“ 76:67 გაიმარჯვა
და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „შსს-აკადემიას“ დაუპირისპირდება“.

 რუსთაველებს 25 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა,
ხოლო ირაკლი წიქარიშვილმა 16-16 ქულა-მოხსნა მიითვალა. კოსტანტინე ბიწაძემ შეხვედრა
16 ქულით დაასრულა. ქუთაისელთაგან 28 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ვიტალი
ცქიფურიშვილმა, 14 ქულა დააგროვა გიგი ვადაჩკორიამ, ხოლო რატი ნუცუბიძემ შეხვედრა
12 ქულით დაასრულა.
რუსთავი 1- ქუთაისი  76:67