რუსთავმა სოხუმს სძლია

რუსთავმა სოხუმს სძლია

დღეს რუსთავში
20-წლამდელთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ,,რუსთავისა’’ და ,,სოხუმის’’ გუნდები
დაუპირისპირდნენ. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ და პირველი მეოთხედი 19-ქულიანი
უპირატესობით დაასრულეს (32:13).

 მეორე პერიოდში სოხუმის კალათბურთელებმა მოუმატეს,
მიუხედავად ამისა ანგარიშის სხვაობა მაინც ვერ შეამცირეს და პირველი ტაიმი 14 ქულით
დათმეს (46:32). მესამე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, თუმცა ბოლო პედიოდში რუსთაველებმა
მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. სოხუმის კალათბურთელებმა უკანასკნელ 5 წუთში მხოლოდ 4 ქულის
მოგროვება შეძლეს.  რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 87:66. გაგაცნობთ გამორჩეულ მოთამაშეებს:
რუსთავი – სოხუმი 87:66

რუსთავი:

თორნიკე ქიტოშვილი (25ქ), გიორგი დვალი (24ქ) გიორგი
ოქროჭელიძე (8ქ, 17მ)

სოხუმი:

ოთარ ბულიავა(16ქ) , კახა ჯინჭარაძე (16ქ), ჯაბა არაბული
(11ქ, 9მ), სანდრო მეგენეიშვილი (10ქ.)