სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სუპერლიგის მე-5 ტურში თსუ-სა და არმიას გუნდებს შორის მომხადარი ინციდენტის შესახებ დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო  კომიტეტმა იმსჯელა. 
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით  თსუ-ს მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე დისკავალიფიცირებულია 4 თამაშით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში, ხოლო ,,არმიის“ მოთამაშე ჯერემი რიჩრადსონი დისკვალიფიცირებულია 2 თამაშით და განსაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში.  
შეგახსენებთ, რომ თსუ-სა და ,,არმიას” მატჩის  მეორე პერიოდის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე ,,არმიის“ მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ ჩქარეულს, რომელსაც თავისი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. აღნიშნული ინციდენტის გამო ჩიკვილაძე და რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი იქნენ მატჩიდან.