საერთაშორისო მატჩი 16-წლამდელთა შორის: საქართველომ სომხეთს 106:50 მოუგო

საერთაშორისო მატჩი 16-წლამდელთა შორის: საქართველომ სომხეთს 106:50 მოუგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატებული მატჩი. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სომეხი თანატოლები არ დაინდო და 56 ქულის სხვაობით – 106:50 დაამარცხა.
ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადებიან და უკვე მე-6 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. ბელარუსში თითო მოგებ-წაგება, სლოვაკეთში კი 2 მოგება და 1 მარცხი – ასეთი იყო დღემდე კაზანჯიანის გუნდის მონაგარი.

ქართველებმა სომხებს მხოლოდ პირველ მეოთხედში მისცეს მცირე გასაქანი. საწყისი მეოთხედი ერთი შეხედვით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინზძლების გამარჯვებით – 24:18 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან კი ქართველებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს, რაც ანგარიშზეც უმალ აისახა. მეორე ათწუთეული კაზანჯიანის გუნდმა 37:13 მოიგო და თამაშის ბედი გადაწყვიტა. დიდი შესვენებისთვის ქართველები 30 ქულით იგებდნენ.
ანგარიშში დიდი სხვაობა მწვრთნელს ლავირების საშუალებას აძლევდა და კაზანჯიანმაც ყველა კალათბურთელს მისცა შანსი. საქმე ისაა, რომ 16-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 17 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, 14 კალათბურთელი ვარჯიშობს, საიდანაც საბოლოოდ გუნდში 12 უნდა დარჩეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა (19) ლევან გოგალაძემ მოაგროვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა. ქართველები სომხეთის ნაკრებს ხვალ ერთხელაც გაეჯიბრებიან. შეხვედრა აკადემიის დარბაზში 12 საათზე დაიწყება.
 
 
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. თბილისი. საკალათბურთო აკადემია. 14 ივლისი
საქართველო 106:50 სომხეთი
24:18, 37:13, 21:7, 24:12
საქართველო: ზაქრაძე (11), ლომიძე (9), გუგეშაშვილი (4ქ, 12მ), მაჭავარიანი (9), რევაზაშვილი (14ქ, 6მ); ბობილევი (9ქ, 9მ), ტაბაღუა (6), მასხულია (4), გოგობერიშვილი (6), ისიანი (6), პეტრიაშვილი (7), გოგალაძე (19), ცინცაძე (2), ქვარაია