საკალათბურთო აკადემიამ 3 მატჩს უმასპინძლა

საკალათბურთო აკადემიამ 3 მატჩს უმასპინძლა

დღეს, 16 მაისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 13-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს უმასპინძლა.

პირველ შეხვედრაში თბილისის „კარდინალები 1“-მა 61:48 დაამარცხა „მართვე“, ხოლო „კარდინალები 2“-მა „დინამოსთან“ დიდი სხვაობით – 28:83 წააგო. მესამე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ორი დაუმარცხებელი გუნდი – „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ წარსდგნენ. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ აკადემიელთა გამარჯვებით – 75:70 დასრულდა. ამ მოგების შემდეგ „აკადემია 1“ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გახდა.
გაგაცნობთ აღნიშნულ მატჩებში გამორჩეული მოთამაშეების მონაგარს:

მართვე – კარდინალები 1          48:61
10:23, 16:13, 11:11, 11:14
მართვე: გ. მიქელაძე (14), ფ. აბასოვი (13)
კარდინალები: ნ. სვანიძე (23), თ. გორდელაძე (8), ლ. ტალახაძე (6)

დინამო – კარდინალები 2         83:28
17:6, 21:9, 20:9, 25:4
დინამო: ლ. ბალხამიშვილი (15), ს. ჯორბენაძე (15), ს. სიფრაშვილი (10)
კარდინალები: გ. გორგოძე (6), გ. ბიჭიაშვილი (6)

აკადემია 1 – ჰიუნდაი     75:70
18:19, 17:19, 15:16, 25:16
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე (22), ო. პერტაია (17), კ. ჟღენტი (10)
ჰიუნდაი: ლ. წენგუაშვილი (25), ბ. ფეიქრიშვილი (19), ნ. აბაშიძე (8)

აკადემია 1 – ჰიუნდაი

დინამო – კარდინალები 2