საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” მოთამაშეები ქართულ-ამერიკულ სკოლაში

საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” მოთამაშეები ქართულ-ამერიკულ სკოლაში

საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” მოთამაშეები – ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე და ლუკა მაზიაშვილი ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად მატჩი გამართეს. კალათბურთელები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად არის ჩართული სპორტულ ღონისძიებებში, რაც ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.